Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 03/11/2025 - 17/11/2025

"კრისტალ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - „SME ლიზინგის პროექტის მენეჯერი“

 

სამუშაო ადგილი: თბილისის სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

 

პოზიციის შესახებ:

 

პოზიცია გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მომხმარებლებისათვის ლიზინგის პროდუქტის პირობების შეთავაზებას, მათთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარებას, პროექტების ანალიზსა და კომიტეტზე წარდგენას. როლი ასევე მოიცავს მომხმარებელთა ბაზის მართვას, მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობას და სალიზინგო დოკუმენტაციის სრულ ადმინისტრირებას.

 

სამუშაო გამოცდილება სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო — მნიშვნელოვანია ანალიტიკური აზროვნების უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციურ მომხმარებლისათვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
  • მომხმარებელებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
  • დაინტერესებული მომხმარებლების ბაზის შექმნა და კონტროლი;
  • მომხმარებლების მოსაზიდად სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
  • სალიზინგო პროექტების დამუშავება და ანალიზი;
  • დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
  • კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
  • სალიზინგო პროექტის დოკუმენტაციის მართვა;
  • ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის მომზადება საჭიროების შემთხვევაში

 

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია;
  • ფინანსური უწყისების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

 

 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<