- საერთაშორისო ურთიერთობები
 - პარტნიორი უნივერსიტეტები
 - საერთაშორისო პროფილი
 - საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
 - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
 - თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
 - გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
 - გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
 - სიახლეები
 - მიმდინარე კონკურსები
 - რაოდენობრივი მაჩვენებლები
 - საკონტაქტო ინფორმაცია
 - გვერდის რუკა
 
ცხადდება კონკურსი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალისთვის კადისის უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში მობილობის სტიპენდიების მოსაპოვებლად
მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 (სამუშაო) დღე
აპლიკანტთა შესარჩევი პროცესი:
- ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 - გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 - საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი;
 - ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
 - CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე
 - შევსებული სამუშაო გეგმა (Mobility Agreement) ინგლისურ ენაზე
 
რელევანტური მიმართულების თსუ-ს ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის წარმიმადგენლებმა, სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გამოგზავნოს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge 2025 წლის 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე (თბილისის დროით)!
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და გადმოგზავნილი დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
 
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge