geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კომერციულ მიმართულებაში (ანალიტიკა).

 

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.76მ

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:

·      გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;

·      პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

·      თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

·      სალიზინგო პროექტის დამუშავება/ანალიზი და კომიტეტზე დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;

·      ლიზინგის ხელშკერულების გაფორმებაში მონაწილეობა;

·      ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციისა და ცვლილების მართვის პროცესში ჩართულობა;

·      რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·      ფინანსების; ბიზნესის ადმინისტრირების და/ან ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

·      სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

·      Microsoft Office-ის ფლობა საშუალო დონეზე (Excel-ის ცოდნა საბაზისო ფორმულების დონეზე);

·      ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა;

·      სასურველია მცირედი გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.

 

 

დამატებითი უნარ-ჩვევები:

·      დეტალებზე ორიენტირებულობა;

·      ანალიტიკური უნარ-ჩვევები;

·      გუნდურობა;

·      მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

> სარეგისტრაციო <