Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება

უფროსი სპეციალისტი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში (სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" სერვისების მიმართულება)

კონკურსის ტიპი

ღია კონკურსი

ორგანიზაცია

სსიპ - იუსტიციის სახლი

კატეგორია

მომსახურება

განცხადების ბოლო ვადა

22.06.2025

თანამდებობრივი სარგო:

2044 ლარი

ადგილების რაოდენობა

4

სამსახურის ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაოს ტიპი

სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა

3 თვე

ფუნქციები

• მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა, მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე განცხადებების მიღება, უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმარტება; • მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის გადაგზავნა; • ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება; • საჭიროების შემთხვევაში, დამზადებული დოკუმენტების გადაცემა უფლებამოსილ პირებზე; • დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა; • ტერიტორიული ორგანოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

მოთხოვნები

 

მინიმალური განათლება

ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება

1 წელი

საკონკურსო თემატიკა

 

ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობისა და სერვისების შესახებ;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;

სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2024 წლის 31 იანვრის №259/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი“;

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“;

საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“;

საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“;

საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“;

საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა  რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;

საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;

საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, 1-ლი – მე–4 მუხლები;

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“;

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილება „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილება „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“;

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №523 „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №508 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“; 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“;

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №212 დადგენილება „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანება „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“;

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის ბრძანება №79/№01-18/ნ მარტოხელა  მშობლის  სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ;

საქართველოს განათლების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №113/ნ„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;  

საქართველოს იუსტიციის მინისტრის №315 ბრძანება - „სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“.

 

ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობისა და სერვისების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

 

საკონკურსო კომისიის მისამართი

ქ.თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო №1

საკონტაქტო ტელეფონები

599 755 875

საკონტაქტო პირი

ანი მამულაშვილი

დამატებითი მოთხოვნები

• ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით); • აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში მუშაობის, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება; • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა. კომპეტენციები: • გუნდური მუშაობა; • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; • შედეგზე ორიენტაცია; • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; • დამოუკიდებლად მუშაობა; • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია; • დროის ეფექტიანი მართვა.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული