Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯემალ ქირია
მწერალი
დაბადების თარიღი 1940

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1970-1990 წლებში იყო თსუ-ის გამომცემლობის რედაქტორი. ყველაზე გახმაურებული რომანი "მარადი მხედარი", რომელიც 1973–1975 წლებში დაიწერა და ოთხმოციანი წლების "ცისკარში" იბეჭდებოდა (№ 3–8, 1980), შეიძლება ჩაითვალოს "ფენტეზის" ჟანრის პირველ ქართულ ნამუშევრად. 1997 წელს დაწერა ავტობიოგრაფიული მოთხრობა "მე, როსინანტი". 2000–2004 წლებში ცხოვრობდა ნიუ–იორკში. ამ ქალაქში ჩასული ქართველი ემიგრანტების ყოფა ასახულია მწერლის პუბლიცისტურ წერილებსა და ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში "წიგნი არაფერზე". ჯემალ ქირია არის ამერიკაში გამოცემული პირველი ქართული საბავშვო წიგნის ავტორი – მისი ზღაპარი-რომანი "ბაციკუკუ და სამი ჯადოქარი" გამოაქვეყნა გამომცემლობა "ნაკადულმა". შემდეგ ეს წიგნი ინგლისურად თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა და გამოცემულია აშშ-ში (Baldie, Publish America, Baltimore, 2005). ამავე მოთხრობისთვის, მწერალმა 1991 წელს მიიღო შიო მღვიმელის სახელობის პრემია.

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: მწერალი