- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი
თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტის უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის
ორმხრივი თანამშრომლობის, DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში,
თსუ-ს პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის მიერ 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შემოთავაზებული
სასწავლო, კვლევითი და სტაჟირების სტიპენდიების მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების შემდეგი საფეხურების სტუდენტებს, რომელთაც აქვთ GPA არანაკლებ 2.5-სა:
- ბაკალავრიატის საფეხურის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრების სტუდენტებს;
- ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე სემესტრების სტუდენტებს;
- მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს;
- დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრების სტუდენტებს.
* სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მეხუთე და ზედა სემესტრების დოქტორანტების საყურადღებოდ: დოქტორანტურის საფეხურის მეხუთე და ზედა სემესტრების ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას, აღნიშნულის თაობაზე ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, დაიშვებიან კონკურსზე. ცნობა უნდა წარადგინოთ არაუგვიანეს 3 აპრილის 13:59 საათისა შემდეგ ელ ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე!
მობილობის პერიოდი: 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ *
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი იხილეთ აქ
!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ს ვებ-გვერდზე!
* ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსზე რეგისტრაციისას შესაძლოა შესაბამის სარჩევში არ იძებნებოდეს თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი საკონკურსო განცხადებაშია ასახული.
- ვინაიდან ეს არ არის აუცილებლად შესავსები ველი, აღნიშნული გარემოება თქვენ არ შეგიშლით ხელს სასურველ უნივერსიტეტზე განაცხადის გადმოგზავნაში. დოკუმენტაციის გადამოწმების ეტაპზე, თქვენი განაცხადი განიხილება იმ უნივერსიტეტებზე, რომელზეც თქვენ გექნებათ სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია ატვირთული (შევსებული მობილობის ხელშეკრულება, მოტივაციის წერილი, დოქტორანტებისათვის, დამატებითად: საკვლევი გეგმის მონახაზი, წინასწარი მიღების წერილი და ა.შ)
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართებზე:
- ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე: exchange@tsu.ge
- DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე: outgoingmobility@tsu.ge