სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 50 ფილიალს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში (სათავო ოფისი პეკინის 33ა) - საკრედიტო რისკების მენეჯერის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ანალიტიკური აზროვნება;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
• კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
• სასურველია სამუშაო გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით
ძირითადი მოვალეობები:
• სასესხო განაცხადების განხილვა/დამუშავება, მათ შორის ფინანსური და სხვა რისკ ფაქტორების კვლევა, შემოსავლების, ხარჯების და ვალდებულებების გადამოწმება;
• სესხის დამტკიცება;
• პორტფელის მონიტორინგი;
ჩვენ გთავაზობთ:
• განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
• მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას;
• საბონუსე სისტემას;
• კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
• კვებას;
• დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე ,ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე : vacancy@creditservice.ge ან
http://www.creditservice.ge/career.html და სათაურის (გრაფაში “subject”) ველში მიუთითოთ ის თანამდებობა ,რომელზეც აგზავნით განაცხადს.