შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას ბუღალტერიის მიმართულებით.
შ.პ.ს. აი სი არ ტრეიდი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი დიდი და სტაბილური კომპანიაა. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი.
დღეისათვის კორპორაცია მართავს 60-მდე მაღაზიას. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი. ჩვენ გთავაზობთ, დიდ, სტაბილურ კომპანიაში კარიერული განვითარებისთვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, საინტერესო გამოწვევებით სავსე მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სტუქტურული ერთეული: ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების დეპარტამენტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, რაშიც აქტიურად იქნები ჩართული:
პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობა;
RS პორტალზე მუშაობა;
საბუღალტრო გატარებების წარმოება;
სავაჭრო ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
საჭიროების შემთხვევაში სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
ბუღალტერის პოზიციაზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება (სასურველია);
ინგლისური ენის ცოდნა (B1);
საოფისე პროგრამების ცოდნა;
MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
ERP (Microsoft Dynamics Navision) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კომპეტენციები, რომლებიც დაგჭირდება:
ანალიტიკური აზროვნება;
კომუნიკაბელურობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულება;
ეფექტურად კომუნიკაციის უნარი;
გაწერილი და დაგეგმილი პროცედურების კონტროლი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 26 თებერვლის ჩათვლით.