Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 25/02/2026 - 18/03/2026

სამუშაო განაკვეთი: სრული

ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიაში ვეძებთ კრეატიულ მულტიმედია კონტენტ კრეატორსა და ედითორს, რომელიც შეძლებს სკოლის ღონისძიებებისა და პროექტების ფოტო/ვიდეო გადაღებას, მასალის დამუშავება-მონტაჟს, ასევე პრომო რგოლებისა და კლიპების შექმნას.

კანდიდატს უნდა აინტერესებდეს თანამედროვე AI ინსტრუმენტები და მათი გამოყენება კონტენტის წარმოებაში.

ძირითადი მოვალეობები

  • სკოლის ღონისძიებების, აქტივობებისა და ინტერვიუების ფოტო/ვიდეო გადაღება
  • ვიდეო მონტაჟი და პოსტპროდაქშენი (ტაიმლაინი, ტიტრები, სუბტიტრები, ფერი, ხმა)
  • ფოტოების დამუშავება/რეტუში (Photoshop/Lightroom ან ანალოგები)
  • მოკლე კლიპების, რილსების, პრომოების და სოციალური მედიის კონტენტის შექმნა
  • სტუდიის ხელმძღვანელთან და კომუნიკაციების გუნდთან კოორდინაცია (ბრიფების/დედლაინების დაცვა)
  • მასალების არქივირება, ორგანიზება და ფაილების სწორი სახელდების სტანდარტების დაცვა
  • საჭიროებისამებრ ლაივ/მრავალკამერიან გადაღებებში ჩართვა 

მოთხოვნები

  • ვიდეო მონტაჟის გამოცდილება (Premiere Pro / DaVinci Resolve / Final Cut ან მსგავსი)
  • ფოტო დამუშავების ცოდნა (Photoshop / Lightroom ან მსგავსი)
  • კამერასთან მუშაობის საბაზისო/საშუალო დონე (კომპოზიცია, განათება, ხმა)
  • კრეატიული ხედვა და ვიზუალური გემოვნება
  • პასუხისმგებლობა, დისციპლინა და გუნდური მუშაობის უნარი
  • AI ინსტრუმენტების გამოყენება სამუშაო პროცესში (მაგ.: ქაფშენები/სუბტიტრები, ხმასთან მუშაობა, იდეების გენერაცია, სწრაფი დიზაინ-ვერსიები) -უპირატესობა

სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო)

  • Motion graphics/ანიმაცია (After Effects ან მსგავსი)
  • გრაფიკული დიზაინის საბაზისო უნარები (Canva/Figma და სხვ.)
  • სოც. მედიის ფორმატების ცოდნა (Reels/TikTok/YouTube Shorts)
  • ინგლისურის ცოდნა 

რას გთავაზობთ

  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობა სასკოლო გარემოში
  • პროფესიონალურ სტუდიასთან თანამშრომლობა და განვითარება
  • მეგობრული გუნდი და კრეატიული თავისუფლება

>> სარეგისტრაციო ბმული <<