„კომპანია „ავერსი ფარმა“ აცხადებს კონკურს ERP ადმინისტრატორების სწავლება/სტაჟირების პროგრამაზე.
სტაჟირების პროექტის მიზანია მოტივირებული, პროგრესზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე სტუდენტების/კურსდამთავრებულების შერჩევა,
რომელთაც სურთ 1C ERP- ის შესახებ ტექნიკურ და პროცესუალურ ცოდნას დაეუფლონ პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.
სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრაქტიკულ დავალებებს და შემდგომ მათი შესრულების შეფასებას.(იხ. მიბმული
დოკუმენტი)
ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი თვე, კვირაში ორი შეხვედრა ( ორშაბათი, ხუთშაბათი, 19:30 -21:30)
სწავლების ფორმა : ონლაინ ფორმატი
სწავლების/სტაჟირების დაწყების თარიღი: 04.2026
ტრენინგის მონაწილეების შერჩევა მოხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.
პროექტის დასრულების შემდგომ, განიხილება წარმატებული მონაწილეების დასაქმება ავერსი ფარმას ERP-ის გუნდში.
დაინტერსებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (სასურველია სამოტივაციო წერილიც) ელ.ფოსტაზე: megi.tchanturia@aversi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ”ERP-ის
სწავლება“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 05.03.2026
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1565); 597002987
ავერსის გუნდი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!