შოთა ფაფიაშვილი
იურისტი
დაბადების თარიღი 1936
თანამდებობის პირი,იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი.
შოთა ფაფიაშვილი დაიბადა 1936 წელს.
1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი . 1988 წელს დოქტორანტურა.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
2000-2005 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის გამგე;
1985-1991 წწ. იყო- იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, საქართველოს უმაღლესი სასამართლოს წევრი. 1991-1992წწ. - საქართველოს სახელმწიფო კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1994-1998 წწ. - საქართველოს შსს აკადემიის უფროსის მოადგილე; საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი;
1994 წელს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით მიენიჭა პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება; 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის (გენერლის) უმაღლესი სპეციალური წოდება. საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
შოთა ფაფიაშვილის სამეცნიერო ინტერესები: კრიმინალისტიკა, კრიმინალისტიკური ტექნიკა. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი:
ბიბლიოგრაფია
1. სამართალმცოდნეობის შესავალი : სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2019. - 384გვ. . - ISBN: 9789941256950
2. საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი : ზოგადი ნაწილი: სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, იურისტების სამყარო, 2015. - 302გვ.. - ISBN: 9789941944444
3. კრიმინალისტიკა: განსაკუთრებული ნაწილი. დანაშაულთა გამოძიებისა და გახსნის მეთოდიკა : სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2013. - 632გვ.. - ISBN: 9789941106750
4. შესავალი იურიდიულ სპეციალობაში : იურიდ. ფაკ. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2006. - 307გვ.
5. სამოხელეო და სატრანსპორტო დანაშაულთა გახსნის მეთოდიკა (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2003. - 307გვ. . - ISBN: 9992832894
6. შემთხვევის ადგილის დათვალიერება : სახელმძღვ. იურიდ. ფაკ-ტის სტუდ. (თანაავტორი). - ბათუმი, იურიდ. ლიტ., 2002. - 138გვ.. - ISBN: 9992849118
7. დანაშაულთა გახსნის ზოგადი მეთოდიკის პრობლემები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1991. - 196გვ. . - ISBN: 5505016294