მდებარეობა: თბილისი; 76მ ილია ჭავჭავაძის გამზირი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· პროგრამაში არსებული გარკვეული ფუნქციების მუშაობის მონიტორინგი;
· მხარდაჭერის სისტემაში (Freshdesk) დავალების დაფიქსირების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა, პრობლემის ჩამოყალიბება - დაფიქსირება შესაბამის გუნდთან და მისი მოგვარების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
· ბიზნეს პროცესების შესწავლა პროგრამის ფუნქციებში უკეთ გარკვევის მიზნით;
· დეველოპერებთან, IT გუნდის სხვა წევრებთან და მესამე მხარის მომსახურების მომწოდებლებთან კოორდინაცია;
· პროგრამის ყოველი განახლებისას და ახალი მოდულის ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესში ჩართულობა, შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და გასწორების მიზნით;
· სისტემის მომხმარებლების ტექნიკურ შეკითხვებზე შესაბამისი რეაგირება და მათთვის დეტალური ინსტრუქციების გაზიარება;
· სისტემატურად სიახლეების გაცნობა და შესწავლა, შემდეგომი პროგრამული მხარდაჭერის გაწევის მიზნით;
· პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ვერსიებზე ტესტირება და ადაპტაცია;
· ხშირად განმეორებადი პრობლემებისთვის რეკომენდაციების მომზადება;
· ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხევაში, სისტემის მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია პრობლემის დაზუსტების მიზნით (ტელეფონით ან სხვა შიდა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესობა მიენიჭება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მიღებულ განათლებას);
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
· სასურველია სხვადასხვა პროგრამებთან (მაგ., Microsoft Office, CRM, ERP სისტემები) მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
· საქმის ეფექტურად განაწილებისა და დროის მართვის უანრი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· გუნდურობა;
· ანალიტიკური აზროვნება;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული