პროგრამის სახელწოდება
კლინიკური ნეიროფსიქოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი
თამარ გაგოშიძე, პროფესორი.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი
კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი
MS in clinical neuropsychology
სწავლების ენა
ქართული
სამაგისტრო პროგრამის მიზანი ეფუძნება როგორც თსუ-ის მისიას, ხედვას და სტრატეგიული განვითარების გეგმას, ასევე კლინიკური ნეიროფსიქოლოგის მომზადების საერთაშორისო სტანდარტებს:
ჰიუსტონის კონფერენციის მიერ შემუშავებულ კლინიკური ნეიროფსიქოლოგის მომზადების სტანდარტს. https://uh.edu/hns/hc.html 3-7 სექტემბერი, 1997
ამერიკის კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის აკადემიის ნეიროფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების სახელმძღვანლოს. (2007) American Academy of Clinical Neuropsychology (AACN) Practice Guidelines for Neuropsychological Assessment and Consultation. The Clinical Neuropsychologist. 21:2, 209-231. DOI: 10.1080/13825580601025932
კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის სინარქიას
(2019) G. Smith Education and Training in Clinical Neuropsychology: Recent Developments and Documents from the Clinical Neuropsychology Synarchy. Archives of Clinical Neuropsychology. 34, 418-431. doi:10.1093/arclin/acy075
ევროპის ფსიქოლოგიური ასოციაციების ფედერაციის (EFPA) კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის კომიტეტის თეთრი ქაღალდის პრინციპებს
EFPA STANDING COMMITTEE ON CLINICAL NEUROPSYCHOLOGY 2021. White paper: Proposal to introduce a EuroPsy specialist certificate in Clinical Neuropsychology. 20210115 version 2.0
სამაგისტრო პროგრამა კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში მკვლევარი-
პრაქტიკოსის მოსამზადებლად მიზნად ისახავს მისცეს სტუდენტებს:
ფუნდამენტური და სისტემური ცოდნა ბავშვის და ზრდასრულის თავის
ტვინის ფუნქციონირების, თავის ტვინის დაზიანების შედეგად კოგნიტური
ფუნქციების, ენის, ემოციურ სფეროსა და ქცევის დარღვევების
ნეიროფსიქოლოგიურ სინდრომებისა და სიმპტომების შესახებ;
სისტემური ცოდნა ბავშვის და ზრდასრულის ნერვული სისტემის დაზიანებისა და მენტალური დარღვევების საკლასიფიკაციო სისტემების, დარღვევების ნეიროფსიქოლოგიური მოდელებისა და გამოვლინებების შესახებ;
სისტემური ცოდნა ბავშვის და ზრდასრულის ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პრინციპების მოდელების, მათი ფსიქოლოგიური, ფსიქოთერაპიული და ნერვული საფუძვლების შესახებ;
სისტემური ცოდნა ბავშვის და ზრდასრულის კლინიკური ნეიროფსიქოლოგიური შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ;
კოგნიტური და ექსპერიმენტული ნეიროფსიქოლოგიური კვლევის მეთოდოლოგიის, მეთოდებისა და მოდელების შესახებ ცოდნა და მათი გამოყენება კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისას;
პრაქტიკული ჩვევები ბავშვის და ზრდასრულის ნეიროფსიქოლოგიურ
დიაგნოსტიკასა და შედეგების ინტერპრეტაციაში;
პრაქტიკული ჩვევები ბავშვის და ზრდასრულის კონსულტირებასა და ნეიროფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა განსაზღვრულია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის რეგულაციების შესაბამისად.
კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ან ბაკალავრიატის საფეხურზე დამატებითი სპეციალობის ფარგლებში დასრულებული აქვს მაინორი ფსიქოლოგიაში, აქვს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ზრდასრულების და ბავშვების ფსიქოლოგიურ მომსახურებაში, ამასთან, წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდის საკვალიფიკაციო მინიმუმი.
პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აპლიკანტი აბარებს შემდეგ გამოცდებს:
- ერთიანი სამაგისტრო გამოცდა
- გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) 20% ან წარმოადგენს საერთაშორისო სერტიფიკატს, რომლითაც დასტურდება ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
- გამოცდა ნეიროფსიქოლოგიასა და ბავშვის განვითარების
დარღვევებში.50%
ასევე, წარადგენს სამოტივაციო წერილს. 30%
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე.
მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურების და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
ცოდნა და გაცნობიერება
კრიტიკულად მსჯელობს ზრდასრულის და ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანების დროს ფსიქიკური ფუნქციების, ქცევის და ემოციური სფეროს დარღვევის კანონზომიერებებზე და სიღრმისეულად განიხილავს მათ ნეიროფსიქოლოგიურ მოდელებსა და მექანიზმებს;
დეტალურად აღწერს ნეიროფსიქოლოგიური შეფასების პრინციპებს და მეთოდებს, ნეიროფსიქოლოგიური ტესტების დანიშნულებას და შინაარსს;
სისტემურად აღწერს და სიღრმისეულად განიხილავს ფსიქიკური ფუნქციების აღდგენის თეორიებსა და მოდელებს, ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სტრატეგიებსა და მეთოდებს;
განსაზღვრავს და სისტემურად განიხილავს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების/დისფუნქციის მქონე ბავშვის და ზრდასრულის კონსულტაციის პრინციპებსა და პროცესს;
უნარები
გეგმავს და ატარებს ბავშვისა და ზრდასრული ინდივიდების ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის პროცესს, აფასებს და აანალიზებს ინდივიდის ანამნეზს, არჩევს და ატარებს შესაბამის ტესტებს, ამუშავებს შედეგებს, აყალიბებს შედეგების ინტერპრეტაციას. შეიმუშავებს წერილობით ნეიროფსიქოლოგიურ დასკვნას და რეკომენდაციებს.
დამოუკიდებლად აყალიბებს ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნებს, არჩევს ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიდგომებსა და მეთოდებს; გეგმავს ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს.
კონსულტაციას უწევს მშობლებს, მასწავლებლებს, ოჯახის წევრებს, პაციენტებს სწავლის, ქცევის, მუშაობის, ემოციური მხარდაჭერის საკითხებზე.
კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს სამეცნიერო კვლევებს და ექსპერიმენტულ მონაცემებს კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში, აკეთებს დასკვნებს, სვამს კვლევით შეკითხვებს და გეგმავს შესაბამის კვლევას.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
განმარტავს და პრაქტიკულად ახორციელებს APA სტანდარტით და AACN პრაქტიკის და კონსულტაციის სახელმძღვანელოთი განსაზღვრულ ეთიკურ პრინციპებს პაციენტთან, მის ოჯახთან და სოციალურ გარემოსთან მუშაობის პროცესში; იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს, ისევე როგორც კვლევის შედეგებისა და დოკუმენტაციის კონფიდენციალობის პრინციპებს, ინდივიდის უფლებებს მისი საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე.
ახორციელებს თვითრეფლექსიას, განსაზღვრავს პროფესიულ საჭიროებებს და ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდგომ, მაგისტრანტს აქვს:
მუშაობის შესაძლებლობა ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ განყოფილებებში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში, პირველადი ჯანდაცვის რგოლში, შშმ პირთა მომსახურების ცენტრებში, სარეაბლიტაციო ცენტრებში, არასამთავარობო და სამთავრობო ორგანიზაციებში პიროვნების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით.