BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა, BDO Georgia-ს წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ადგილმდებარეობა - ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება - ანაზღაურებადი სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში
ხანგრძლივობა - 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00 – 14:00
ფუნქცია/მოვალეობები
- შერჩევის პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
- თანამშრომელთა ტრენინგების ადმინისტრირებაში ჩართულობა
- სხვადასხვა აქტივობების (თიმბილდინგი, კორპორატიული ღონისძიება და ა.შ) ორგანიზებაში მონაწილეობა
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ადამიანური რესურსების, ბიზნეს ადმინისტრირების, სოციოლოგიის ან მონათესავე სფეროებში (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
- დროის მართვის უნარი
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ანაზღაურებადი სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17.02.2026
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.