BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
მიმდინარე საგადასახადო კანონმდებლობის და შესაბამისი პრაქტიკის ცოდნა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სწორი და მდგრადი ბიზნეს გადაწყვეტილების მისაღებად. BDO Georgia-ს საგადასახადო მიმართულების გუნდი სისტემურად აკვირდება კანონმდებლობის ცვლილებებს და ეხმარება კომპანიებს დარჩნენ რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში, უზრუნველყონ რისკების მართვა და ცვლილებების ეფექტიანი ინტეგრაცია ოპერაციულ საქმიანობაში. მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
ადგილმდებარეობა - ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება - ანაზღაურებადი სტაჟირება - საგადასახადო მიმართულება
სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00-14:00
ხანგრძლივობა - 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
ფუნქცია/მოვალეობები:
- საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის პროექტებში მონაწილეობის მიღება
- გუნდის წევრების მხარდაჭერა პროექტების წარმართვის პროცესში
- დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება
- სამუშაო ფაილების ან/და ანგარიშგებების მომზადებში მონაწილეობის მიღება
- საგადასახადო კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაცნობა
- გუნდის წევრების მიერ დელეგირებული, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება
- განგრძობითი სწავლების პროცესში აქტიური ჩართულობა, შესაბამისი პროფესიული და ტექნიკური ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების შეძენის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)
- ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია),
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ანაზღაურებადი სტაჟირება - საგადასახადო მიმართულება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17.02.2026
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.