„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომების განმხილველი მუდმივმოქმედი სააპელაციო კომისია.
2. კომისია უფლებამოსილია ბრძანების გამოქვეყნებიდან 1 წლის ვადით.
3. სააპელაციო კომისიის შემადგენლობაში შევიდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული პედაგოგები.
4. სააპელაციო კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თედო დუნდუა.
5. კომისიის თავმჯდომარე ნაშრომის გადაცემიდან ერთი დღის ვადაში განსაზღვრავს სააპელაციო კომისიის შემადგენლობას ნაშრომის სპეციფიკიდან გამომდინარე.
6. სააპელაციო კომისიის მუშაობის შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში გასაჩივრებული ნაშრომის კომისიისთვის გადაცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 3
ვბრძანებ:
1. განადგურდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2015 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკები.
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2015 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგურებისთვის შეიქმნას კომისია.
3. კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგნელობით:
1) ნანი გაფრინდაშვილი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარე.4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
2) თეიმურაზ პაპასქირი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
3) დარეჯან გარდავაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
4) ზვიად მურადაშვილი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
5) თამარ მოკვერაშვილი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, კომისიის მდივანი.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანიგაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 1
ვბრძანებ:
1. არქეოლოგიის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ქრისტინე შავლაყაძის დისერტაციის („ქიოსური ამფორების იმპორტი ბერძენთა განსახლების არეალში (ძვ. წ. VII–I საუკუნეებში)“) დაცვა გაიმართოს 2016 წლის 20 იანვარს, 16 სთ-ზე, თსუ-ის I კორპუსში, 214– ე აუდიტორიაში.
2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანიგაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 57
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე არჩევნების ვადის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21 –ე მუხლის მე– 6 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით (2014 წლის 26 ივნისის N3, 2014 წლის 9 ოქტომბრის N6 და 2015 წლის 5 ოქტომბრის N5 სხდომის ოქმები) დამტკიცებული თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 14 დეკემბრის N12 ოქმის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფაკულტეტის საბჭოს წევრის რიგგარეშე არჩევნების ვადად განისაზღვროს 2016 წლის 18 იანვარი.
2. ბრძანების გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალი ფაკულტეტის კანცელარიაში განცხადებით წარადგენს საკუთარ კანდიდატურას, რის შედეგადაც იგი დარეგისტრირდება ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატად.
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 56
ვბრძანებ:
1. 2015–2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართოს 2016 წლის 4 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით.
2. 2015– 2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების შესაბამის ინსტიტუტებში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2016 წლის 15 იანვარი.
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 55
ვბრძანებ:
1. 2015–2016 სასწავლო წლის შემედგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა გაიმართოს 2016 წლის 9 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით.
2. 2015–2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართოს 2016 წლის 8 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით.
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 54
ვბრძანებ:
1. ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნინო კვანტალიანის დისერტაციის („მეტყველებისა და ფიქრის პრეზენტაციის როლი ნარატიული პერსპექტივის გამოხატვაში“) დაცვა გაიმართოს 2016 წლის 12 იანვარს, 12 სთ-ზე, თსუ-ის V კორპუსში, 313– ე აუდიტორიაში.
2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 53
ვბრძანებ:
1. კაიროს უნივერსიტეტის არაბული ენის სწავლების ცენტრში ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და განვითარების ეგვიპტური სააგენტოს ხელშეწყობით ორგანიზებული მოკლე სასწავლო კურსში (2016 წლის 10 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით) მონაწილეობისთვის შეირჩეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი ძირითადი და ერთი სარეზერვო კანდიდატურა.
2. პროგრამაში მონაწილე კანდიდატურები შეირჩეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის არაბული 4 და არაბული 6 საფეხურებიდან, ასევე არაბისტიკის სამაგისტრო პროგრამიდან.
3. კანდიდატები შეირჩევიან იმ სტუდენტებიდან, რომელთა წინა სემესტრის აკადემიური მოსწრება არაბულ ენაში 91 და მეტია.
4. დამტკიცდეს კანდიდატთა შერჩევის კომისია.
5. კომისია დამტკიცედეს შემდეგი შემადგენლობით
1) აპოლონ სილაგაძე– კომისიის თავმჯდომარე
2) მარიამ ნანობაშვილი
3) დარეჯან გარდავაძე
4) გიორგი ლობჟანიძე
5) ნინო ეჯიბაძე– კომისიის მდივანი
6. გასაუბრება ჩატარდეს 2015 წლის 11 დეკემბერს, 16 სთ– ზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, თსუ V კორპუსი, 114– ე ოთახი.
7. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
8. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 52
ვბრძანებ:
1. 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევა, შეფასება განხორციელდეს სტუდენტთა 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური შედეგების საფუძველზე, რომლებსაც წინა სემესტრში შესრულებული აქვთ მინიმუმ 30 კრედიტი.
2. უნივერსიტეტის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა (მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა განაწილდეს 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებულ სტუდენტებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის N47/01-01 ბრძანების მე-8 პუნქტის „ა“ , „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
3. 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა გაიყოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაზე, გარდა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტებისა. მიღებული რაოდენობა გამრავლდეს მიმდინარე სემესტრში სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობაზე და გადანაწილდეს სამაგისტრო პროგრამების მიხედვით 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე. 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული მაგისტრანტების შემთხვევაში დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა მოხდეს სპეციალობის გამოცდის ქულის გათვალისწინებით.
4. წინა პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური შედეგების რეიტინგული მონაცემები (საშუალო არითმეტიკული ქულა) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით.
5. დამტკიცდეს 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეიმურაზ პაპასქირი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ზვიად მურადაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
გ) თინათინ ჩოლოყაშვილი - კანცელარიის უფროსი სპეციალისტი
დ) ლევან ჟორჟოლიანი - სამართლებრივი სპეციალისტი (იურისტ-კონსულტანტი)
6. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 51
ვბრძანებ:
1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილიის გამოყენების წესის შენახვა მოხდეს ფაკულტეტის კანცელარიაში.
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილია გამოყენებული იქნეს სტუდენტის სტატუტის შესახებ ცნობების ხელმოსაწერად.
3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილია გამოყენებული იქნეს ფაკულტეტის ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დოკუმენტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი მითითებით.
4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის მოვალეობის შემსრულებელი /ნანი გაფრინადაშვილი/
ბრძანების N: 50
ბრძანების N: 48
ბრძანების N: 47
ბრძანების N: 46
ბრძანების N: 44
ბრძანების N: 43
ბრძანების N: 42
ბრძანების N: 41
ბრძანების N: 40
ბრძანების N: 39
ბრძანების N: 38