Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავება და ანალიზი MS SQL Server-ის გამოყენებით

წარმოდგენილი სახელმძღვანელო მომზადდა ანალოგიური დასახელების სასწავლო საგნის ამჟამად მოქმედი სილაბუსის – „სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავება და ანალიზი SQL Server-ის გამოყენებით“ – შესაბამისად. ეს საგანი, რომელსაც სავალდებულო საგნის სტატუსი აქვს, ისწავლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ორ მოდულში: „ეკონომიკური და ბიზნესის სტატისტიკა“ და „სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკა“.

 

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს, ასევე, საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებულ იმ პრაქტიკოს სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ რაოდენობრივ მონაცემთა, განსაკუთრებით დიდი მოცულობის, დამუშავებასა და ანალიზს. ამჟამად ასეთი საქმიანობის სფერო უკვე მნიშვნელოვნად გაფართოვდა და, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ასეთი უნარ-ჩვევების მქონე სტატისტიკოს-ანალიტიკოსებზე.

isbn :
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები