მამუკა ბიჭაშვილი
ფილოსოფოსი
დაბადების თარიღი 1956
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1982 წელს; 1985 წელს - ასპირანტურა თეორიული ფილოსოფიის განხრით.
მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია ანალიტიკური (ლინგვისტური) და პოლიტიკური ფილოსოფია. იგი ავტორია მრავალი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიცისტური წერილისა. 1995 წლიდან არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.
შრომები:
- თეორიული ენის ონტოლოგიური ბაზისი და ონტოლოგიური თეორიის რეფერენტები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1985.
 - ლექციები პოლიტიკური ძალის თეორიაში, თბ.: ნეკერი, 2001.
 - პოლიტიკური თეორია, თბ.: 2006.
 - პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა, თბ>: 2006.
 - სამეტყველო მოქმედების ანალიტიკური თეორია, თბ.: გონი, 1994.