Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტში მოკლევადიანი მობილობისათვის DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა\ და ერაზმუს+ პროგრამების სტიპენდიების მოსაპოვებლად

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სოციალური მუშაობის სასწავლო კურსები.

მობილობის პერიოდი და მიზანი: 

  1. DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ერთობლივ კურსში "Research-Based Practice" მონაწილეობის მისაღებად (6-10 ივლისი);
  2. ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, საზაფხულო სემინარში "Art in Social Work" მონაწილეობის მისაღებად (6-12 ივლისი)​​​​​​.

 

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი იხილეთ აქ

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge