geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას აქტივების დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე (კორპორაციული რისკების დეპარტამენტში).

 

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.76მ

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·       ჯანმრთელობის დაზღვევას;

·       დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები: 

·       სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

·       კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების დაზღვევის პროცესების მართვა;

·       მონაცემთა ბაზებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და ადმინისტრირება;

·       სადაზღვევო ბაზრის ანალიზი;

·       ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·       უმაღლესი განათლება;

·       აუცილებელია სადაზღვევო პროდუქტებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება და სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა;

·       სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;

·       აუცილებელია Microsoft Office-ის პროგრამების (Excel-ის) ცოდნა მაღალ დონეზე.

 

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები: 

·       ეფექტური კომუნიკაცია;

·       სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;

·       მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·       დროის ეფექტურად მართვა;

·       გუნდური მუშაობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული