ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებმა გაგუას კლინიკაში მოდულის „პედიატრია და მოზარდები“-ს ფარგლებში კლინიკური პრაქტიკის ეტაპი გაიარეს და მიღწეული შედეგები წარმატებით დაადასტურეს.
პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, სტუდენტებმა პროფესიული მასწავლებლების თინათინ ასათიანის და თამარ ხუჭუას მეთვალყურეობითა და სპეციალური მულაჟების დახმარებით, პრაქტიკულად შეასრულეს განვლილი მასალის ფარგლებში ნასწავლი ყველა აქტივობა და სამედიცინო მანიპულაცია.