geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია BDO Digital აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გამოყენებითი AI ინჟინერის პოზიციაზე რობოტული პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებაში
BDO Digital არის BDO Georgia-ს ბრენდი, ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიური მომსახურებების ლიდერი ინტეგრატორი კომპანია, რომელიც 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.  
ბიდიოს რობოტული პროცესების ავტომატიზაციის მიმართულება კლიენტ კომპანიებს ეხმარება რუტინული და განმეორებადი პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაში. უმცროსი RPA დეველოპერის პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი ზემდგომთან ერთად ჩართული იქნება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში კლიენტი კომპანიებისთვის
რობოტიზაციის გადაწყვეტილებების შექმნასა და ოპტიმიზაციის პროცესებში.
მიმართულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად
გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

ადგილმდებარეობა ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება უმცროსი გამოყენებითი AI ინჟინერი
სამუშაო საათები ორშაბათი - პარასკევი, სამუშაო საათები 09:00 – 18:00, შესვენება 13:00 – 14:00

აღწერა ფუნქცია/მოვალეობები

 LLM-ზე დაფუძნებული AI ასისტენტებისა და გადაწყვეტილებების შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა Microsoft Foundry-ის ან სხვა Cloud AI პლატფორმების გამოყენებით;
 Prompt-ების, API-ებისა და მონაცემთა წყაროების ინტეგრაციით AI გადაწყვეტილებების შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა
 RAG გადაწყვეტების შექმნასა და AI მოდელების მონაცემთა წყაროებთან დაკავშირებაში მონაწილეობა;
 უფროსი კოლეგების მხარდაჭერით AI გადაწყვეტილებების ინტეგრაცია API-ებთან, მონაცემთა ბაზებსა და გარე სისტემებთან;
 AI გადაწყვეტილებების ტესტირება, შეფასება და მათი გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა;
 Git-ისა და Azure DevOps-ის გამოყენებით კოდის, კონფიგურაციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა.
 სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია:
 უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)
 Python-ის საბაზისო პრაქტიკული ცოდნა;
 REST API-ების, JSON-ის და SQL-ის საბაზისო ცოდნა

 Git-ის გამოყენების გამოცდილება და Version Control-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
 LLM-ის ძირითადი კონცეფციებისა და Prompt Engineering-ის ცოდნა;
 RAG-ისა და AI უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
 Azure-ის ან სხვა Cloud პლატფორმის საბაზისო ცოდნა;
 მინიმუმ ერთი პრაქტიკული AI ან LLM პროექტის გამოცდილება. მისაღებია პირადი, უნივერსიტეტის, სასწავლო ან სტაჟირების ფარგლებში შექმნილი პროექტიც;
 ინგლისური ენის კარგად ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

სასურველია:
 Microsoft Foundry-ის, Azure AI-ის, Amazon Bedrock-ის ან Google Vertex AI-ის გამოყენების გამოცდილება;
 LangChain, Semantic Kernel, LlamaIndex ან სხვა LLM Framework-ებთან მუშაობის გამოცდილება;
 FastAPI-ის, Docker-ის, MCP-ის (Model Context Protocol) ან ხელოვნური ინტელექტის სისტემების შეფასების, ლოგირების და მონიტორინგის ინსტრუმენტების ცოდნა.

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: უმცროსი გამოყენებითი AI ინჟინერი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15.09.2026


ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის,
ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.