თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში 9 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 136 სტუდენტი ჩაირიცხა.
ქუთაისში სწავლის დაწყება სტუდენტებს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ინეზა ვაწაძემ, ზრდასრულთა განათლებისა და პროფესიული პროგრამების ადმინისტრატორმა მურთაზ სვანაძემ, პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმვის, ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერებმა მიულოცეს.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა (თბილისი/ქუთაისი), საბაჟო საქმე (თბილისი/ქუთაისი),საბიბლიოთეკო საქმე (თბილისი/ქუთაისი), საწყობის ოპერირება (ქუთაისი) და ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი (თბილისი/ქუთაისი).