Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Erasmus+ KA171 სტუდენტური მობილობის შესაძლებლობა კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა Erasmus+ KA171 სტუდენტურ მობილობის პროგრამაში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (Karadeniz Technical University, KTÜ), თურქეთში.

პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის კოორდინირებით, თსუ-დან შეირჩევა ერთი სტუდენტი და მიიღებს შესაბამის გრანტს თურქეთში სასწავლებლად.

მიმართულებები:

  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ელექტრონიკა და საკომუნიკაციო ინჟინერია
  • საჯარო ადმინისტრირება
  • რუსული ენა და ლიტერატურა
  • ისტორია
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • პროგრამული ინჟინერია

 

გრანტის შესახებ ინფორმაცია:

  • მხარდაჭერა: 4,000 ევრო
  • მგზავრობის გრანტი: 211 ევრო
  • საერთო თანხა: 4,211 ევრო (5-თვიანი მობილობის პერიოდისთვის)

 

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფრომაცია იხილეთ აქ

თარიღი: 12/11/2025