Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“საექთნო განათლების” სტუდენტები ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული პროგრამის "საექთნო განათლება" სტუდენტები გაცნობითი ვიზიტით ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალს ეწვივნენ.

 

ვიზიტი პროექტის „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.

 

 

პროფესიული სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ჰოსპიტლის საქმიანობას, მის სტრუქტურას, განყოფილებებს და მათი მუშაობის სპეციფიკას, ასევე სამედიცინო პროცედურებს.  სტუდენტებს მეგზურობას უწევდნენ პროფესიული პროგრამის “საექთნო საქმის" პროგრამის ხელმძღვანელი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის  მთავარი მედდა ინგა ჩირგვილაძე, ასევე პროფესიული მასწავლებლებ ნანა გოგავა, ხათუნა ბენიძე და ნანა დარჯანია.

 

პროფესიულმა სტუდენტებმა ვიზიტისას მიიღეს დეტალური ინფორმაცია ჰოსპიტალში დასაქმების  შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

თარიღი: 18/03/2025