Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას და ზოოლოგიურ მუზეუმს ეწვივნენ.

 

ვიზიტი პროექტის „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.

 

 

სტუდენტები გაეცნენ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის შექმნის ისტორიას, პირველ კოლექციებს, რომლებმაც განაპირობეს წიგნადი ფონდის შექმნა. ასევე მოინახულეს  წიგნთსაცავი, სადაც უნიკალური გამოცემები ინახება და ლაბორატორია, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უნიკალური გამოცემების აღდგენის შესაძლებლობას აძლევს. ერთ-ერთი ბოლო გამოცემა, რომლის აღდგენის პროცესის შესახებაც სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, 1711 წელს გამოცემული გერმანეს ღვთისმეტყველების წიგნია.

 

პროფესიული სტუდენტების შემეცნებითი ტური  თსუ ზოოლოგის მუზეუმში გაგრძელდა, რომელიც 5000-მდე უნიკალურ ექსპონატს მოიცავს.  დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს ფაუნის მრავალფეროვნებას, მათ შორის ისეთ ექსპონატებს, რომლის ნახვაც მხოლოდ უნივერსიტეტის მუზეუმში არის შესაძლებელი.

 

თსუ ბიბლიოთეკები (თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა) 8 მილიონ წიგნსა და პერიოდულ გამოცემას, 22 მილიონამდე პატენტს ინახავს. საუნივერსიტეტი ბიბლიოთეკას საფუძველი 1917 წელს გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის კიტა აბაშიძის კერძო კოლექციამ ჩაუყარა.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნთსაცავი უმთავრესად კერძო პირთა თუ დაწესებულებების შემოწირულობების ხარჯზე იზრდებოდა. ორი წლის შემდგომ უნივერსიტეტის ფონდში 100 ათასზე მეტი წიგნი იყო დაცული.

 

ზოოლოგიის მუზეუმი აკადემიკოს ნიკო კეცხოველის მიერ 1946 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად, ზოოლოგიის მუზეუმის ექსპოზიცია 5000–მდე სადემონსტრაციო ეგზემპლარს ითვლის. აქ წარმოდგენილია: უნიკალური მარჯნის პოლიპები, პეპლები, ხოჭოები, მოლუსკები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები.      მუზეუმში წარდმოდგენილი ფრინველთა კოლექცია უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ იგი საქართველოში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას მოიცავს.

თარიღი: 12/03/2025