ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების ისტორია, ვინ იყვნენ კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დამფუძნებლები, პირველი სტუდენტები და პროფესურა, პირველი ქართველი სტუდენტები ევროპასა და აშშ-ში - ამ და სხვა ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტო და დოკუმენტურ მასალებს გაეცნენ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები თსუ ისტორიის მუზუმში. შემეცნებითი ვიზიტი კარიერული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
პროფესიული სტუდენტები ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმსაც ეწვივნენ. მუზეუმი გახსნილია უნივერსიტეტის იმ ოთახში, სადაც სიცოცხლის უკანაკსნელი დღეები გაატარა დიდმა ქართველმა პოეტმა და მწერალმა. სტუდენტებმა მოინახულეს მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, რომელიც ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ მასალებს, მის ხელნაწერებს, პირად ნივთებს მოიცავს.