აკადემიური საბჭოს არჩევნები 2016

თსუ აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანის მიზნით აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2016 წლის 8 ივლისს გაიმართა:

ა)ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი;
ბ)ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -1 წევრი;
გ)ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1წევრი;
დ)სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი -1 წევრი;
ე)იურიდიული ფაკულტეტი -1 წევრი;
ვ)მედიცინის ფაკულტეტი - 1 წევრი;
ზ)ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი -1 წევრი;
თ)თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი-1 წევრი;
ი)თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი -1 წევრი;
კ)თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი -1 წევრი;
ლ)თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი -1 წევრი;
მ)თსუ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი -1 წევრი;
ნ)თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი -1 წევრი;
ო)თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი -1 წევრი;
პ)თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი-1 წევრი;
ჟ)თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი - 1 წევრი;
რ)თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი -1 წევრი;
ს)თსუ ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი -1 წევრი;
ტ)თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი -1 წევრი;
უ)თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი -1 წევრი;
ფ)თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი -1 წევრი.


აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 2016 წლის 30 ივნისის 10:00 საათზე და დასრულდა 2016 წლის 4 ივლისის 18:00 საათზე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტაციად განისაზღვრა:

1. მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ან პროფესორის აკადემიური თანამდებობის/სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის დამადასტურებელი ცნობა;
3. ავტობიოგრაფია (CV);
4. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.

ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან მოქმედი აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით-ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრთა ორი მესამედისა და ერთი მესამედისათვის განსაზღვრული ვადებით, შესაბამისად 5 წევრი 2018 წლის 21 ოქტომბრამდე, ხოლო 2 წევრი 2016 წლის 21 ოქტომბრამდე.

არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ დაწესებულების საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნებში საარჩევნო კომისიის მიერ დარეგისტრირებულ კანდიდატთა სია

ამომრჩეველთა სია:

ფაკულტეტები - აკადემიური პერსონალი
დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები - სამეცნიერო პერსონალი
სტუდენტები

საარჩევნო უბნების მისამართები

დადგენილება №96/2014 - სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ (კოდიფიცირებული)

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ