პროფესიული განათლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები


2015 წლიდან თსუ ახორციელებს ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა შემუშავება განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების მეთოდოლოგიის, შრომის ბაზრისა და დასაქმებულთა გამოკითხვის ანალიზის საფუძველზე. მათი დამატება მოხდა მოდულური პროგრამების დანერგვისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ხელშეწყობით. მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შექმნისა და ადაპტირების პროცესში მონაწილეობდნენ პროგრამის ხელმძღვანელები და პროგრამაში ჩართული პერსონალი.
თსუ-ში ამ ეტაპზე ხორციელედება ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული რვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:



ტესტურ დავალებათა ნიმუშები
 
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოქალაქის პირადობის მოწმობით საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში,  (მის.: ქ. თბილისი უნივერსიტეტის ქ. №2, ქ. ქუთაისი, ნიკეას მე-2 შესახვევი, №8) 
აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული (https://vet.emis.ge/#/) რეგისტრაციის რეჟიმიც.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: T- 2 25 04 84.