სწავლის

საფასური

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური სემესტრული გადასახადით განისაზღვრება და შეადგენს ძირითადად 1125 ლარს.

ინფორმაცია სწავლის საფასურის ეტაპობრივ გადახდასთან დაკავშირებით:

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა გადაიხადოთ სწავლის სემესტრული საფასური დადგენილ ვადებში (გარდა 100%-იანი სასწავლო გრანტის მქონე ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისა).

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით შემდეგი ბანკების ნებისმიერ ფილიალში:
  • TBC ბანკი
  • ლიბერთი ბანკი
ასევე TBC Pay-ისა და ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია გავლილად ჩაგეთვლებათ, თუ არ გაქვთ წინა პერიოდის ფინანსური დავალიანება და რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში გადაიხდით მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის მინიმუმ ნახევარს.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ წინა პერიოდის ფინანსური დავალიანების, მიმდინარე სემეტრის სრული სემესტრული გადასახადის ან მისი ნახევრის გადახდას, შესაძლებელია განხილულ იქნეს თანხის ეტაპობრივად გადახდის საკითხი. ამისთვის საჭიროა განცხადებით მიმართოთ თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (განცხადება უნდა ჩააბაროთ თსუ-ს I კორპუსი, ოთახი N 114).

ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესში წამორმოქმნილი პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ საფინანსო დეპარტამენტის სპეციალისტს (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 019) ან თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 111) .