FABLAB





სამრეწველო ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორი

Fabrication Laboratory (FabLab) - ეს არის სრულიად ინოვაციური დაწესებულება ქართულ რეალობაში. მისი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

სამრეწველო ლაბორატორია, რომელიც, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა, თსუ-ს სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს იდეები, შექმნან სასურველი პროდუქციის პროტოტიპები და პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი Start-Up ბიზნესის დასაწყებად.

FabLab TSU - სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს ბიზნესანალიტიკოსებთან კონსულტაციებს, შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, მუშაობას გრაფიკოსებთან და სპეციალურ ტექნიკურ პერსონალთან.

FabLab TSU-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქციის ნახაზები; შემდეგ კი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით უსასყიდლოდ შექმნან პროდუქტის პროტოტიპები.

ფაბლაბში არსებული დანადგარები:
  • Epilog Fusion - ლაზერული დანადგარი
  • 3D სკანერი
  • 3 განზომილებიანი პრონტერი: uPrint 3D
  • UV Printer A3 მყარ, ბრტყელ ზედაპირზე ულტრაიისფერი სხივით ბეჭდვა/ლამინირება
  • Model 150A ფორმირების დანადგარი
  • 3 განზომილებიანი პრინტერი: Dual Extruder
  • CNC დანადგარი

მისამართი: უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, მესამე სართული.
ტელ.: +995 571626320;
+995 571010503