Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დეპარტამენტი: ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი

 

განყოფილება: ინვესტიციებისა და ანგარიშსწორების სისტემების მართვის და განვითარების განყოფილება

 

პოზიცია: სტაჟიორი

 

შესარჩევი სტაჟიორის   რაოდენობა: 2

 

ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)

 

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე ვადით

 

სტაჟირების შესახებ: ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ 3 თვის განმავლობაში შეიძინონ  თეორიული ცოდნა და პრაქტიკული  გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

 

დეპარტამენტის საქმიანობაში გამოყენებული კრიტიკული სისტემების მართვა და განვითარება, საოპერაციო საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესება, ახალი სისტემების დანერგვასა და არსებული ვერსიების განახლების პროცესში მონაწილეობა, სისტემებში ცვლილებების მართვა და ახალი ფუნქციონალის ტესტირებაში მონაწილეობა.

 

სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • გაეცნოს სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად, ბანკის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
  • გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების პერიოდში მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;

 

სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (საუბარი და წერა);
  • Windows არქიტექტურის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • SQL-ის საბაზისო დონეზე ცოდნა

 

კომპეტენციებისა და უნარები:

  • კრიტიკული აზროვნება
  • განსხვავებული ტიპის დავალებების სწრაფად შესრულების უნარი (Multitasking)
  • კომუნიკაციისა და წერის უნარები

 

სტაჟიორის შერჩევის პროცესი:

პირველი ეტაპი:

  • განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

 

მეორე ეტაპი:

  • წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;

 

წერითი დავალების თემატიკა:

  • SQL
  • Python

 

მესამე  ეტაპი:

გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.

 

კანდიდატი, რომელიც სტაჟიორად 3 თვეზე მეტი ვადით ინიშნება, „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის და თანამშრომლად მისაღები პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესწავლის წესის“ შესაბამისად ბანკის უფლებამოსილ პირთან გადის გასაუბრებას და ავსებს კითხვარს.

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა   2025 წლის  30 ივნისის ჩათვლით   ელ-ფოსტაზე  Internship@nbg.gov.ge   უნდა გამოაგზავნონ:  

  • რეზიუმე (CV)
  • რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - ინვესტიციებისა და ანგარიშსწორების სისტემების მართვის და განვითარების განყოფილება“

 

შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
  • ერთი ელექტრონული ფოტო.

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.