ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურა და ფუნქციები

სტრუქტურა

უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია – რექტორი, აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის მართვის ორგანოებია – ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების − ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისაგან, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, რექტორის მრჩეველთა საბჭოს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაციის) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატისაგან, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსა და აკადემიური საბჭოს სამდივნოსაგან.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.

უნივერსიტეტის ძირითადი ფუნქციებია:

ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება;
პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
 პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;
სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარება;
უნივერსიტეტში აკადემიური განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი – მაგისტრატურა – დოქტორანტურა), დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;
უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში;
საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა;
პერსონალის პროფესიული განვითარება;
აკადემიური თავისუფლების დაცვა;
სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
 ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;
უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
ამ მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:
ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას;
ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;
კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში;
ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში;
 ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას;
ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მართვის ორგანოებია:

რექტორი და აკადემიური საბჭო
სპიკერი და წარმომადგენლობითი საბჭო
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

უნივერსიტეტის ფაკულტეტებია:

იურიდიული ფაკულტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მედიცინის ფაკულტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტებია:

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი
უწყვეტი განათლების ცენტრი
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი
გამომცემლობა
გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი"
მუზეუმი
ბიბლიოთეკა
კანცელარია
პერსონალის მართვის დეპარტამენტი
საფინანსო დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტი
მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი
საგამოცდო ცენტრი
საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი
დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური
შიდა აუდიტის სამსახური

ცენტრები/ინსტიტუტები

თსუ-სა და აიდაოს (აშშ) უნივერსიტეტის ერთობლივი მულტიდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ლექსიკოგრაფიული ცენტრი
ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტი
სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული - სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტი
საგანამანათლებლო-სამეცნიერო (შემეცნებითი) სტრუქტურული ერთეული - ინტერნეტ ტელევიზია
საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული – დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული-  ევროპული კვლევების ინსტიტუტი
მეტაბოლური გენეტიკის ინსტიტუტი
დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული – მულტიმედია ცენტრი
იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - გენდერის კვლევის ინსტიტუტი
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი
სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეული - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი’’
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - ლიდერთა სკოლა
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული -  „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი
ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორია
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული “ბლუმბერგის (Bloomberg) საერთაშორისო  სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორია

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მაღალი ენერგიების ფიზიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი
რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიის  და ელექტროქიმიის ინსტიტუტი
კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი
არნოლდ ჩიქობავას სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტი
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა