2017-07-14

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2017

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 2017 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება 25 ივლისს, 19.00 საათზე გაიმართება. ღონისძიების მონაწილეები თსუ I კორპუსის ეზოში უნდა გამოცხადდნენ არაუგვიანეს 18.30 სთ.

მანტიები გაიცემა ფაკულტეტებზე -  21 ივლისს 10.00-18.00 სთ24 ივლისს 10.00-18.00 სთ და 25 ივლისს 10.00-14.00 სთ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ II კორპუსი, #151 ოთახი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ I კორპუსი, #201 ოთახი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ VI კორპუსი, #203 ოთახი
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ III კორპუსი, #301 ოთახი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მაღლივი კორპუსი, # 208  ოთახი
იურიდიული ფაკულტეტი - თსუ II კორპუსი, #217ოთახი
მედიცინის ფაკულტეტი -  ჭიაურელის ქ. 2, დეკანატი, ოთახი#334   

მანტიების დაბრუნება მოხდება იმავე მისამართზე 26, 27 ივლისს 10.00-18.00 სთ
    
    

Print

« იხ. ყველა სიახლე