2020-09-16

შემოდგომის ლეგენდა 2020 - შენი აღმოჩენის დროა!

შემოდგომის ლეგენდა 2020 - შენი აღმოჩენის დროა!
თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „სილქნეტი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

კონკურსის ფინალური ტური  წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება. წლევანდელი კონცეფცია ახალი რეალობით და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენაა, სადაც თითოეული ჩვენგანი მარტოა და ამავე დროს სამყაროსთან კავშირშია. აღნიშნულ კომუნიკაციაში ყველაზე მარტივი გზა ლიტერატურაა, თუ წერ, სამყაროს შენ ხმას აუცილებლად მიაწვდი!

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება:

I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური
მონაწილეობის მსურველებმა, 15 სექტემბრიდან - 4 ოქტომბრის ჩათვლით, შეავსეთ აპლიკაცია და მიამაგრეთ ნაშრომი ბმულზე.

პროზაული ნაშრომი უნდა იყოს მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია;

უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. მთავარ კონკურსზე შექმნილ ნაშრომებს წელს შვიდ წევრიანი ლიტერატურული ჟიური შეაფასებს: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, დათო გაბუნია, ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით ქართველიშვილი (დისტანციურად ამერიკიდან)  და შარშანდელი გამარჯვებული - ცოტნე ავსაჯანიშვილი. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „სილქნეტის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
www.tsu.edu.ge
2 22 23 91
www.facebook.com/tsu.legenda

Print

« იხ. ყველა სიახლე