Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკა ლეკაშვილი
ეკონომისტი
დაბადების თარიღი 1971

ეკონომისტი, პროფესორი, პედაგოგი

ეკა ლეკაშვილი დაიბადა 1971 წელს, დედოფლისწყაროს რ-ნი, სოფ. სამრეკლო.

1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი პოლიტეკონომიის სპეციალობით და საერთაშორისო ბიზნესის სპეც.ფაკულტეტი ,,ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“.

1996 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა სპეციალობით „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები’.

1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე :“საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები ამიერკავკასიის ქვეყნებთან, რეფორმების პირობებში ( 1991-1997 წწ.)

1996 წლიდან დღემდე მუშაობს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სხვადასხვა პოზიციებზე . ასოცირებული პროფესორი.

2000-2005 წლებში იყო სტატისტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი.

2007-2010 წლებში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, შემდეგ სამსახურის უფროსი. მუშაობდა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხარისხის მენეჯერი.

2014 წლიდან მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აკრედიტაციის და ავტორიზაციის ექპერტად.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:

2005-2007 წწ-ში დააფუძნა და ხელმძღვანელობდა ,,ეკონომიკის და და მენეჯმენტის კონსულტანტთა ასოციაცია’’-ს, არის პარტია ,,სოც დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის’’ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

ჰყავს სამი შვილი.

ეკა ლეკაშვილი არის 140-მეტი ნაშრომის, სტატიების ავტორი, მათ შორის 20 წიგნის ავტორი და თანაავტორი, გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა უცხოენოვან ჟურნალებში, თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში „ ეკონომიკა და ბიზნესი“.

ბიბლიოგრაფია:

1. ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა. მონოგრაფია, გამომც.“ უნივერსალი“, თბ. 2025, 173 გვერდი. (ავტ.)ISBN978-9941-33-992-9

 2. ,,საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები ამიერკავკასიის ქვეყნებთან რეფორმების პირობებში (1991 - 1997)“, მონოგრაფია, თსუ-ს გამომცემლობა, თბ., 2001, 103 გვერდი, ISBN 99928-33-30-0; 

3. ეკონომიკური პოლიტიკა (წიგნი I) სახელმძღვანელო. მესამე გადამუშავებული და შევსებული გამოცემა. ავტორთა ჯგუფი. უნივერსტეტის გამომცემლობა. თბილისი. 2022. 336 გვერდი. ISBN978-9941-491-45-0;

4. ეკონომიკური პოლიტიკა (წიგნი II) სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო. მესამე გადამუშავებული და შევსებული გამოცემა. ავტორთა ჯგუფი. უნივერსტეტის გამომცმლობა. თბილისი. 2022. 307 გვერდი. ISBN978-9941-491-45-0;

5. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, დამხმარე სახელმძღვანელო, შ.ვეშაპიძის და ნ. ასლამაზიშვილის საერთო რედაქციით, თანაავტორი. თბ., 2005, გვ.130-149; ISBN 9940-0-336-4;

6. მსოფლიო ეკონომიკა, დამხმარე სახელმძღვანელო, (თანაავტორები; შ.ვაშაპიძე, ნ. ასლამაზიშვილი, ა. გრიშიკაშვილი), თბ., 2008, 800 გვერდი. ISBN 978-9941-0-0584-8;

7. რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია - მცირე ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციის სრულყოფის მიმართულება. მონოგრაფია. გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი, 2018. გვ. ISBN 987-9941-26-236-7. 255 გვერდი.

8. ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა. მონოგრაფია. გამომცემლობა ,,უნივერსალი“. 2025. 173 გვერდი. ISBN 978-9941-33-992-9.

თარიღი: 02/06/2025
კატეგორია: ეკონომისტი