
სოსო სიგუა
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1949
მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი.
სიგუა სოსო დაიბადა 1949 წელს, მარტვილში.
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,თსუ-ს პროფესორი.
სხვადასხვა წლებში ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში, საგამომცემლო საქმიანობას : გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო"- რედაქტორი; ჟურნალი "განთიადი", განყოფილების გამგე; გამომცემლობა "მერანი"- რედაქტორი; რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი- განყოფილების და სექტორის გამგე; საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორი;
სოსო სიგუა 1999-2004 წწ. იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი:
• საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
• საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თავისუფლება", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2003-2004)
• საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
• საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
• საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია. ფრაქცია "XXI საუკუნე", წევრი (1999-2003)
არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი.
სოსო სიგუა მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიის ავტორია.
ბიბლიოგრაფია:
• „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ და აბიბოს ნეკრესელი(ავტორი). - თბილისი, დიდოსტატი, 2001. - 72გვ.
• ავანგარდიზმი ქართულ ლიტერატურაში (ავტორი). - თბილისი, დიდოსტატი, 1994. - 416გვ.
• აღთქმული ქვეყნის ძიება : ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1984. - 384გვ.
• კონსტანტინე გამსახურდიას პროზის სტრუქტურა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1980. - 323გვ.
• ეპოქა და სტილის პრობლემა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1976. - 301გვ.