
ირაკლი შამათავა
იურისტი
დაბადების თარიღი 1987
ირაკლი შამათავა დაიბადა გალში 1987 წლის 14 ნოემბერს.
2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2022 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე; „მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში“. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო სტატია.
ირაკლი შამათავას პროზაული ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენებზე. არის მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელი:
• 2012 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია. (დემნა უფლისწულის აჯანყება ანუ უკანასკნელი ბაგრატიონის სისხლიანი ქრონიკა : ისტ. რომანი / ირაკლი შამათავა . - თბილისი : გლობალ-პრინტი.
• გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია -გამშვები პუნქტი = Анашьҭратә ҭыҧ : მოთხრობები / ირაკლი შამათავა .- თბილისი : ინტელექტი, -216გვ. – 2019 წელი
• 2013 - გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია
• 2012 - გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია -ბავშვობადაკარგული თაობა : მოთხრობები, მინიატურები / ირაკლი შამათავა .- თბილისი : მერანი, 136 გვ.
• პრემია "მანდარინები" (ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის, 2021).
• ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი (2022).
2016 წელს ირაკლი შამათავა დაჯილდოვდა პრემიით ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ის არის:
• აფხაზეთის ლიტერატორთა და შემოქმედთა გაერთიანება, წევრი
• საავტორო უფლებათა ასოციაცია, წევრი
• საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია , წევრი
• საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი.
ბიბლიოგრაფია
• გამშვები პუნქტი = Анашьҭратә ҭыҧ : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2019. - 216გვ.. - ISBN: 978-9941-31-063-8
• ცხოვრება, როგორც სინამდვილეშია : ნოველები, წერილები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 193გვ.. - ISBN: 978-9941-22-288-7
• დემნა უფლისწულის აჯანყება ანუ უკანასკნელი ბაგრატიონის სისხლიანი ქრონიკა : ისტ. რომანი (ავტორი). - თბილისი, გლობალ-პრინტი+, 2011. - 192გვ.. - ISBN: 978-9941-0-3744-3
• ბავშვობადაკარგული თაობა : მოთხრობები, მინიატურები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2011. - 136გვ.. - ISBN: 978-9941-0-3350-6
• ოდიშის დიდი მთავარი [ლევან II დადიანი] : ისტორიული რომანი (ავტორი). - თბილისი, საარი, 2007. - 229გვ.. - ISBN: 978-9941-0-0119-2
• თბილისი - ძველი და ახალი = Tbilisi - old and new : ფოტოალბომი (რედაქტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 148გვ.. - ISBN: 9789941274183
• ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი "თბილისი" (2016) : კრებული (რედაქტორი). - თბილისი, 2016. - 278გვ.. - ISBN: 978-9941-0-8563-5