დადგენილება №10/2017 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დადგენილება №17/2017 - უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით (უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 20 აპრილის №44/2016 და 2017 წლის 23 იანვრის №1/2017 დადგენილებებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის მიმართულების აკადემიური პერსონალის (ასოცირებული პროფესორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/1257-14) აღსრულების მიზნით, გაწეული მუშაობის შედეგების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №139/2017 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილებით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ
 

დადგენილება №64/2017 - “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №64/2017
31 მაისი, 2017


 “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილებისა  და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2017 წლის 6 მარტის №38/01-01, №39/01-01 და №40/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 მაისის №49/2017 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: 22.05.2017, №6987/10-02; 22.05.2017, №6959/10-02; 19.05.2017, №6909/10-02; 19.05.2017, №6890/10-02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.თ“ ქვეპუნქტი:

„გ.თ) ზვიად აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი;“;

ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ე) სოციოლოგია და სოციალური მუშაობა:

ე.ა) ამირან ბერძენიშვილი – პროფესორი;
ე.ბ) კახა ქეცბაია – ასოცირებული პროფესორი;
ე.გ) ლელა გაფრინდაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ე.დ) მარინა ბურძენიძე - ასოცირებული პროფესორი;
ე.ე) ნათელა დონაძე - ასოცირებული პროფესორი;
ე.ვ) ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ე.ზ)  სალომე ნამიჭეიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;   
ვ.თ) შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“;

გ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ.დ“, „თ.ე“ და „თ.ვ“ ქვეპუნქტები:

„თ.დ) სოფიო პეტრიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
თ.ე) ეკა აკობია - ასოცირებული პროფესორი;
თ.ვ) ნიკოლოზ სამხარაძე - ასისტენტ-პროფესორი.“;

ე) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.ა1“ და „ი.ა2“ ქვეპუნქტები:

„ი.ა1) მარიამ გერსამია - პროფესორი;
ი.ა2) მარინა მუსხელიშვილი - პროფესორი;“.

2. ამოღებულ იქნეს “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ და „თ“ ქვეპუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტები, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №23/2011 დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №50/2011 დადგენილების პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის პირველი პუნქტი.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის №11/2012 დადგენილება.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე