დადგენილება №10/2017 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დადგენილება №17/2017 - უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით (უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 20 აპრილის №44/2016 და 2017 წლის 23 იანვრის №1/2017 დადგენილებებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის მიმართულების აკადემიური პერსონალის (ასოცირებული პროფესორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/1257-14) აღსრულების მიზნით, გაწეული მუშაობის შედეგების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №139/2017 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილებით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ
 

დადგენილება №10/2017 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დადგენილება №10/2017
30 იანვარი, 2017


“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 27.01.2017, №2321/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

ა) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცენტრის უმაღლესი მმართველი ორგანო არის დირექტორთა საბჭო, მისი თავმჯდომარის სახით, რომელიც ცენტრის ხელმძღვანელია. დირექტორთა საბჭო შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 7 წევრისაგან. საბჭოს უცვლელ წევრებს თანამდებობის შესაბამისად და მისი ხანგრძლივობით წარმოადგენენ ცენტრის დაფუძნების ინიციატორთა წარმომადგენლები: თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, სამართლის სკოლისა და ინსტიტუტის მიერ  უფლებამოსილი (თითოეულისგან ერთი) წარმომადგენლები. ცენტრის საბჭოს სხვა წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე. საბჭოს სხვა წევრები აირჩევიან ცენტრის დაფუძნების ინიციატორთა წარმომადგენელი წევრების მიერ სამი წლის ვადით. ცენტრის დაფუძნების    ინიციატორებთან გათანაბრებული პირების წარმომადგენლები დირექტორთა საბჭოს წევრებად აირჩევიან დირექტორთა საბჭოს სხვა წევრების    არჩევისათვის გათვალისწინებული წესის დაცვით. საბჭოს წევრს შეუძლია დატოვოს საბჭო სამი წლის ვადის გასვლამდე დირექტორთა საბჭოსათვის ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ წერილობით შეტყობინების გზით. საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა ცენტრის დაფუძნების ინიციატორთა წარმომადგენელი წევრების მიერ აღნიშნულ წევრთა შემადგენლობიდან და ინიშნება და  თავისუფლდება ცენტრის ხელმძღვანელად თსუ-ის რექტორის მიერ.“

ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს აკისრია ძირითადი პასუხისმგებლობა ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაზე და აკადემიურ დირექტორებთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას ცენტრის აკადემიური საქმიანობისათვის. აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორები სარგებლობენ საზიარო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, ცენტრის სახელით, რაც დამატებით განისაზღვრება დირექტორთა საბჭოს მიერ.”

გ) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) უძღვება ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას და აკადემიურ დირექტორებთან ერთად პასუხისმგებელია ცენტრის აკადემიური საქმიანობის განხორციელებისათვის;
ბ) მეთვალყურეობს ცენტრის სხვადასხვა აკადემიურ პროგრამასა და პროექტს;
გ) აკადემიურ დირექტორებთან ერთად გეგმავს ცენტრის ყველა სახის აკადემიურ ღონისძიებას;
დ) ცენტრის ხელმძღვანელის თანხმობით წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ეს განისაზღვრება დირექტორთა საბჭოს მიერ;
ე) თსუ-ის რექტორს წარუდგენს ცენტრის პერსონალის ნუსხას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის საშტატო განრიგში შეყვანის მიზნით;
ვ) უზრუნველყოფს დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას;
ზ) თსუ-ის ადმინისტრაციას მიმართავს ინიციატივებით გარიგებათა დადების, რწმუნებულებათა გადაცემის, ეროვნული და უცხოური ფულის ერთეულით საბანკო ანგარიშების (ქვეანგარიშების) გახსნისა და დახურვის შესახებ და ხელს აწერს ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;
თ) ასრულებს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებებს;
ი) თსუ-ის ადმინისტრაციის ნებართვით მართავს ცენტრის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ ხარჯვაზე, ცენტრის მიზნების შესაბამისად;
კ) მოახსენებს საბჭოს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ საბჭოს ან მისი წევრის მოთხოვნის შემთხვევაში;
ლ) ზედამხედველობს იურიდიული კლინიკის საქმიანობას, რომელიც ხორციელდება ცენტრის დახმარებითა და მის ფარგლებში;
მ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს დირექტორთა საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

4. აკადემიური დირექტორები:
ა) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად პასუხისმგებელნი არიან ცენტრის აკადემიური საქმიანობის განხორციელებისათვის;
ბ) მეთვალყურეობენ ცენტრის სხვადასხვა აკადემიურ პროგრამასა და პროექტს;
გ) ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად გეგმავენ ყველა სახის აკადემიურ ღონისძიებას, მათ შორის, მაგალითად, სემინარებს, მოსამზადებელ სწავლებებს, გაცვლით პროგრამებს, საზაფხულო სკოლებს;
დ) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ზედამხედველობენ იურიდიული კლინიკის საქმიანობას, რომელიც ხორციელდება ცენტრის დახმარებითა და მის ფარგლებში;
ე) თსუ-ის ადმინისტრაციის თანხმობით წარმოადგენენ ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ეს განისაზღვრება დირექტორთა საბჭოს მიერ;
ვ) უზრუნველყოფენ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას;
ზ) მოახსენებენ საბჭოს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ    საბჭოს ან მისი წევრის მოთხოვნის შემთხვევაში;
თ) ასრულებენ საბჭოს გადაწყვეტილებებს და ახორციელებენ სხვა ფუნქციებს დირექტორთა საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.”

დ) დანართით გათვალისწინებული „ცენტრის მოქმედი საბჭოს წევრები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცენტრის მოქმედი საბჭოს წევრები

ცენტრის მოქმედი საბჭოს წევრები, რომლებიც წარმოადგენენ დამფუძნებლებს: თსუ-ის  იურიდიულ ფაკულტეტს, სამართლის სკოლასა და ინსტიტუტს, არიან:

1. ირაკლი ბურდული, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის უფლებამოსილი წარმომად-გენელი (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე).
2. ქეთრინ გრინ ბარნეთი, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის ვიცე-პრეზიდენტი, ასოცირებული დეკანი, პროფესორი (დირექტორთა საბჭოს წევრი).
3. გიორგი ვაშაკიძე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენელი, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის იურიდიული განათლების მიმართულების დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი).

ცენტრის მოქმედი საბჭოს სხვა წევრ(ებ)ია:
1. თაშა უილისი, ჰიუსტონის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი (დირექტორთა საბჭოს წევრი).“

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე