დადგენილება №41/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 29 იანვრის №23/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 11 თებერვლის №16/2019 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №49/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 13 თებერვლის №38/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 26 მარტის №36/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №51/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 13 თებერვლის №39/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 26 მარტის №36/2019 დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №47/2019 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

დადგენილება №47/2019
6 მაისი, 2019

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2019 წლის 26 თებერვლის №53/01-01 და №54/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის  (აკადემიური საბჭოს 2019 წლის 26 მარტის №31/2019 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 25.04.2019, №7781/32) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 მაისის №7 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

ა) შინაგან დაავადებათა კათედრა: 

ქეთევან ასათიანი - ასოცირებული პროფესორი;

ბ) ზოგადი ქირურგიის კათედრა:

ვახტანგ გოდერძიშვილი - ასოცირებული პროფესორი;

გ) კლინიკური ქირურგიის კათედრა:

შალვა გიუაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

დ) ინფექციურ დაავადებათა კათედრა: 

აკაკი აბუთიძე - ასისტენტ-პროფესორი.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე