დადგენილება №41/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 29 იანვრის №23/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 11 თებერვლის №16/2019 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №49/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 13 თებერვლის №38/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 26 მარტის №36/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №51/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 13 თებერვლის №39/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 26 მარტის №36/2019 დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №88/2019 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დადგენილება №102/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 28 მაისის №129/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის №63/2019 დადგენილების მე-6 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №25/2019 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №25/2019
4 მარტი, 2019

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის პირველი მარტის №3673/10, 2019 წლის 4 მარტის №3787/10, №3791/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 4 მარტის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 2);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 81  ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი 190);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ბიოლოგია“ (დანართი 18);
ე) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 231  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა   „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“ (დანართი 193);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო   პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ-რუსულენოვანი)“ (დანართი 35);
თ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 36);
ი) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 37);
კ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
ლ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „საზოგადოებრივი გეოგრაფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 40);
მ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები“ (დანართი 45);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 46-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედია და ახალი ტექნოლოგიები“ (დანართი 46);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი 56);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (დანართი 59);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 62);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 663  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ (დანართი 219);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 665  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “კულტურის და მედიის სოციოლოგია“ (დანართი 251);
ტ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 666  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ (დანართი 256);
უ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 667  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (დანართი 258);
ფ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 77);
ქ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 78);
ღ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო  პროგრამა „ტურიზმი (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 79);
ყ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი 80);
შ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 81);
ჩ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 831 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ (დანართი 211);
ც) III ნაწილის „დ“ პუნქტის 8612  ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საბაჟო საქმის სპეციალისტი (მე-5 საფეხური)“ (დანართი 261);
ძ) III ნაწილის „დ“ პუნქტის 8616  ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „შემფასებელი (მე-5 საფეხური)“ (დანართი 265);
წ) III ნაწილის „დ“ პუნქტის 8620  ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა (IV საფეხური)(მოდულური)“ (დანართი 290);
ჭ) III ნაწილის „დ“ პუნქტის 8621  ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საოფისე საქმე (IV საფეხური)(მოდულური)“ (დანართი 291);
ხ) IV ნაწილის „გ“ პუნქტის 921  ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ევროპისმცოდნეობა“ (დანართი 217);
ჯ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (დანართი 94);
ჰ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 96);
1) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 109-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეთნოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 109);
2) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 110-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კულტურის კვლევები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 110);
3) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 113-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არაბისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 113);
4) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 114-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ირანისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 114);
5) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 120-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ინგლისური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 120);
6) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 130-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ამერიკისმცოდნეობა  (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 130);
7) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 173-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „კულტურის კვლევები“ (დანართი 173);
8) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 181-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „ფილოლოგია“ (დანართი 181);
9) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
10) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 192-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „დაწყებითი განათლება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 226);
11) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“ (დანართი 230);
12) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 204-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ (დანართი 238);
13) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 205-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ (დანართი 239);
14) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 206-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასწავლებელთა განათლება“ (დანართი 240);
15) VII  ნაწილის „დ“ პუნქტის 216-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა „პედაგოგიკა“ (დანართი 250).

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე