დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება № 211/2018 სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

დადგენილება №211/2018
31 ოქტომბერი, 2018






სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა რაოდენობის განსაზღვრის  შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-10 მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 29 ოქტომბრის №6 სხდომის ოქმისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2018 წლის 31 ოქტომბრის №24 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:

1. აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის  №210/2018 დადგენილების „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ“  მიზნებისათვის განისაზღვროს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა შემდეგი ვაკანსიები:
ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 4, სტუდენტი - 6;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 7, სტუდენტი - 4;
გ) იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 4, სტუდენტი - 4;
დ) მედიცინის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 4, სტუდენტი - 2;
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3, სტუდენტი - 3;
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 2, სტუდენტი - 2;
ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 8, სტუდენტი - 5;
თ) თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი - 1;
ი) თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი - 1;
კ) თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი - 1;
ლ) თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი - 1;
მ) თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი - 1;
ნ) თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი - 1;
ო) თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი - 1;
პ) თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი - 1;
ჟ) თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი - 1;
რ) თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი - 1;
ს) თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი - 1;
ტ) თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი - 1;
უ) თსუ თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი - 1;
ფ) თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 1;
ქ) თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი -1;
ღ) თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი - 1.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
6. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნუნუ ოვსიანიკოვას.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე