დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №97/2018 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №97/2018
2 აპრილი, 2018

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 30 მარტის №6403/10 და №6492/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 2 აპრილის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო   პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი)“ (დანართი 35);
ბ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო   პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 78);
გ)  III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 81);
დ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 831 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა)“ (დანართი 211);
ე) III ნაწილის „გ“ პუნქტის 85-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 85).

2. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების  III  ნაწილის  „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 832 ქვეპუნქტი:

„832. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტის  - ლიონ 2 (საფრანგეთი) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ (დანართი  289);“.

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე