დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №95/2018 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №95/2018
26 მარტი, 2018

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 23 მარტის №5771/10 წერილისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 26 მარტის №7 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  №1 დანართში:

ა)  ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა ან გაუქმება

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას დაწესებულების ფარგლებში მოქმედ თავსებად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, შეცვლილი ან გაუქმებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების გათვალისწინებით.
2.  თუ უნივერსიტეტში არ ხორციელდება შეცვლილ ან გაუქმებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მაგრამ ხორციელდება  სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს  სწავლის პერიოდში პროფესიული სტუდენტების მიერ მიღებული კრედიტების დადასტურებას ცალკეულ საგნებში და პროფესიული სტუდენტების სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანას.
3. იმ შემთხვევაში, თუ არც სხვა   პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ ხორციელდება შეცვლილ ან გაუქმებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებას მილევად რეჟიმში.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე