დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №9/2018 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №9/2018
22 იანვარი, 2018

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 18 იანვრის №894/10 წერილისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  №1 დანართში:

ა)  მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებისათვის დადგენილი ვადების განსაზღვრის შემდეგ, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და დოკუმენტების წარდგენის ვადა.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

,,მუხლი 31. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე ხუთზე ნაკლები რაოდენობის პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პირობები

1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჯგუფი არ გაიხსნება, თუ მასზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია.
2. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ჩაირიცხა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე, რომელზეც ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია უფლება აქვს:
ა) სწავლის გაგრძელების მიზნით ისარგებლოს მობილობის უფლებით და გადავიდეს სხვა დაწესებულებაში იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე, რომელზეც ჩაირიცხა და სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე;
ბ) ისარგებლოს  შიდა მობილობის უფლებით მის მიერ ჩაბარებული  პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  პირველად საფეხურზე;
გ) ისარგებლოს  შიდა მობილობის უფლებით მის მიერ ჩაბარებული გამოცდის შესატყვის სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  შემდგომ საფეხურზე;
დ) შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.“;

გ) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ფაკულტეტის წარდგინება პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული რეგისტრაციის გაუვლელობის თაობაზე.“;

დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. თსუ-ში პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 2 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი