დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №70/2018 - „უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 5 ნოემბრის №105/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №70/2018
19 თებერვალი, 2018

„უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 5 ნოემბრის №105/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ და ,,ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და ,,წ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №2955/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №4 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება „უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 5 ნოემბრის №105/2012  დადგენილების  პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

ა)  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხოეთის უსდ–ში სწავლის დროს დაგროვებული კრედიტების აღიარება ხდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად.“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრულ ძირითად ვადებში  შეფასების გაუმჯობესების მიზნით სემესტრულ სამუშაო ნორმად დადგენილი კრედიტების ფარგლებში გააუმჯობესოს უცხოეთის უსდ-ში გავლილ სასწავლო კურსში მიღებული დასკვნითი გამოცდის ქულა. გადაწყვეტილებას სტუდენტისთვის შესაბამისი უფლების მინიჭების შესახებ იღებს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო. დასკვნით გამოცდას სტუდენტი აბარებს შესაბამის ფაკულტეტზე/საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური წესით, აღნიშნულ სასწავლო კურსთან თავსებად საგანში. საბოლოო შეფასება ხდება უცხოეთის უსდ-ში მიღებული შუალედური შეფასების/შეფასებების და უნივერსიტეტში ჩაბარებული დასკვნითი გამოცდის შეფასებების ჯამით.”;

გ) თანდართული ფორმა N1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ფორმა N1
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის

________________________ ფაკულტეტის დეკანს,
ქ–ნ/ბ–ნ ______________________________________
_____________________________ (სახელი, გვარი)

განცხადება

     გთხოვთ, მიღიაროთ უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტები/მიღწეული სწავლის შედეგები. უცხოეთის უსდ-ს/ორგანიზაციის დასახელება: ფაკულტეტი: სპეციალობა/საგანმანათლებლო პროგრამა: სწავლის პერიოდი:


N

გავლილი სასწავლო კურსი / მოდული / შესრულებული კვლევითი სამუშაო / გავლილი პრაქტიკა

მიღებული შეფასება ( არსებობის შემთხვევაში )

კრედიტი ( არსებობის შემთხვევაში ) ან კურსის / კვლევითი სამუშაოს / პრაქტიკის მოცულობა ( სემესტრული საკონტაქტო საათების რაოდენობა )

1.

 

 

 

2.

 

 

 

3.

 

 

 

4.

 

 

 

5.

 

 

 

6.

 

 

 



სახელი, გვარი

ხელმოწერა

თარიღი“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე