დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება № 66/2018 - “სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 ივნისის №119/01-01 ბრძანებით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით) დასრულებულად ჩათვლის შესახებ

დადგენილება № 66/2018
19 თებერვალი, 2018

“სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 ივნისის №119/01-01 ბრძანებით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით) დასრულებულად ჩათვლის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებისა და 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 ივნისის №119/01-01 ბრძანების, “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის  №85/2017 დადგენილების მე-6 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის  დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის №101/2017 დადგენილების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის №85/2017 დადგენილების მე-6 პუნქტი) გადაწყვეტილების (წერილი: 02.10.2017, №19321/10-02), საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 23.10.2018, №21085/10-02), უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 22 ნოემბრის №21442/10 წერილისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. არადამაკმაყოფილებლად შეფასდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის №85/2017  დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის მუშაობა, კომისიის მიერ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის №101/2017 დადგენილებით განსაზღვრული მითითებების გაუთვალისწინებლობის გამო.

2. დასრულებულად ჩაითვალოს “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 ივნისის №:119/01-01 ბრძანებით სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით (პროფესორი - 1 საშტატო ერთეული) და აღნიშნული საკონკურსო ადგილი დარჩეს ვაკანტური.

3. ეთხოვოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს იმსჯელოს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით ახალი კონკურსის გამოცხადების მიზანშეწონილობაზე.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება, დაინტერესებული პირის მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე