დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №56/2018 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №51/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №56/2018
19 თებერვალი, 2018

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №51/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის 2018 წლის 12 თებერვლის №2034/10-02 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №4 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №51/2014 დადგენილებაში:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტი“.
2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის  ინსტიტუტის“ დებულება (დანართი №1).“;

გ) მე-2 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის დებულება“;

გ.ბ) პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - თსუ) დამხმარე სამეცნიერო ერთეული - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტი (შემდეგში - ინსტიტუტი) ფუძნდება, ვითარდება და მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თსუ-სა ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმის საფუძველზე.“;

გ.გ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინსტიტუტი არის თსუ-ის დამხმარე სამეცნიერო ერთეული.
2. ინსტიტუტის ოფიციალური ქართული სახელწოდებაა: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტი, ინგლისურად – LEPL Ivane Javakhishvili Tbilisi State University Auxiliary Research Unit - Institut of Spanish Legal Studies.“;

გ.დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მართვის ორგანოები
ინსტიტუტის მართვა ხორციელდება დირექტორთა საბჭოს, აღმასრულებელი ხელმძღვანელის (შემდგომში - აღმასრულებელი დირექტორი), აკადემიური ხელმძღვანელისა (აკადემიური დირექტორი) და მრჩეველთა საბჭოს მეშვეობით.“;

გ.ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორსა და აკადემიურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს რექტორი დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმებით, განუსაზღვრელი ვადით. ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისა თუ აკადემიური დირექტორის გათავისუფლება შეუძლია რექტორს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე