დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №27/2018 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

დადგენილება №27/2018
5 თებერვალი, 2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2017 წლის 18 დეკემბრის №268/01-01 ბრძანების, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 31 იანვრის №1682/30 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია

ა) გუგული მაღრაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რევაზ ჯორბენაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სალომე დუნდუა - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მარინა მუსხელიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი;
ე) ამირან ბერძენიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი;
ვ) იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) ხათუნა მაისაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნოდარ ბელქანია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნათელა დონაძე -  თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე